"ვიტაფეროლი", ყველაზე მოთხოვნადი D ვიტამინი საქართველოში, ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა

D ჯგუფის ვიტამინებში, ოქროს ბრენდი 2022-ის გამარჯვებული „ვიტაფეროლი “გახდა და საქართველოში #1 𝐃 ვიტამინის სტატუსი მიიღო. მის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი სოციალური კამპანია და 𝐃 ვიტამინის დეფიციტის პრევენციასა და მკურნალობაზე ზრუნვა.

100%-ით სუფთა სახის 𝐃 ვიტამინი ქართველი მომხმარებლისთვის 2016 წლიდან არის ხელმისაწვდომი, წარმოდგენილია ყველა სააფთიაქო ქსელში, 2 ფორმით, - „ვიტაფეროლის წვეთები“ ბავშვებისთვის 0 წლიდან და „ვიტაფეროლის კაფსულები“ უფროსებისთვის 12 წლიდან.

„ვიტაფეროლს“ საქართველოში ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ წარმოადგენს. „არტფარმას“ ისტორიასა და მიღწევებზე, კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე გვესაუბრება.

- „ვიტაფეროლი“ ოქროს ბრენდის მფლობელია. რა გზა გაიარა ბრენდმა ამ მნიშვნელოვანი ჯილდოსა და აღიარების მიღებამდე?

„ვიტაფეროლის” დანერგვისას საქართველოში, ჩვენ ვაწარმოეთ აქტიური კომუნიკაცია 𝐃 ვიტამინის საჭიროების შესახებ და კამპანია მივმართეთ ამ მნიშვნელოვანი, „მზის“ ვიტამინის ფუნქციებისა და დადებითი თვისებების წარმოჩენისკენ. დაგვეხმარნენ სამედიცინო დარგის ექსპერტები და ექიმები, რომელთათვისაც ასევე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო რეკომენდაციების მოსახლეობამდე მიტანა და გაზიარება. საბოლოოდ, შეიძლება, ითქვას, ჩვენ, ერთობლივად, პირველებმა ჩავუყარეთ საფუძველი 𝐃 ვიტამინის ნაკლებობის პრევენციის კულტურის დანერგვასა და ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში.

„ვიტაფეროლის“ სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი სოციალური კამპანია და 𝐃 ვიტამინის დეფიციტის პრევენციასა და მკურნალობაზე ზრუნვა. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ფართომასშტაბიანი კამპანია „მიიღე მზე“, რომლის მიზანი იყო მშობლებისთვის 𝐃 ვიტამინის საჭიროების გაცნობა ყველა სეზონზე და მისი დეფიციტისგან გამოწვეული დაავადებისგან ბავშვების დაცვა. პროექტის ფარგლებში, 4000 „ვიტაფეროლი“ პარტნიორ სამშობიაროებს, სკოლებსა და ბაღებს საჩუქრად გადავეცით.

„ვიტაფეროლი“ ახლა უკვე ოქროს ბრენდის მფლობელია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძელით მთავარ სამიზნე ჯგუფამდე სწორად მიგვეტანა ბრენდი - დღეს მომხმარებელი მას ასახელებს და ირჩევს #1 𝐃 ვიტამინად საქართველოში, ანდობს თავს და ოჯახის ყველა წევრს.

screenshot-2-1688022919.jpg

- მოგვიყევით არტფარმას შესახებ - რომელი წლიდან არის საქართველოს ბაზარზე და როგორ ვითარდებოდა კომპანია წლების განმავლობაში?

„არტფარმას“ შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, საქართველოში ევროპულ, მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. როცა შექმნა გადავწყვიტე, მიზნად დავისახე, ვყოფილიყავით ქართულ ბაზარზე გამორჩეული კომპანია, რომელიც ახალ სიტყვას იტყოდა ფარმაცევტულ სფეროში, შექმნიდა ახალ ნიშას, იქნებოდა ყოველთვის გამორჩეული, მოწინავე პოზიციაზე მყოფი და ხარისხის სტანდარტის განმსაზღვრელი. ინოვაციურობა, სიახლე, ხარისხი – სწორედ ეს არის ის მთავარი ღირებულებები, რასაც კომპანია 2014 წელს დაეფუძნა და დღემდე ამ ფასეულობებით განაგრძობს საქმიანობას.

- რა იყო პირველი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც „არტფარმამ“ შემოიტანა საქართველოში?

ფართო საზოგადოებას თავი ინოვაციური პროექტით გავაცანით. „არტფარმა“ არის პირველი საქართველოში, რომელმაც პირველი ნუტრიკოსმეტიკა შემოიტანა და სილამაზის, ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე დაიწყო საუბარი. 2015 წელს ქალბატონებს შევთავაზეთ „ვალმარკის“ ძალიან ცნობილი და მსოფლიოში მოთხოვნადი ბრენდი „ვიადერმი“, რომელმაც ძალიან მალევე საქართველოში დაიმსახურა აღიარება და მოიპოვა „სილამაზის კაფსულების“ სახელი. „ვიადერმი“ გამოირჩევა უნიკალური შემადგენლობით. ეს არის კოსმეტიკა კაფსულებში კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის და ამავდროულად წარმოადგენს ქალის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან დანამატს. ერთდროულად შეიცავს ფურისულას ზეთს, თუთიას, სპილენძსა და სილიციუმს. ეს კომბინაცია ძალიან იშვიათია, რისი დამსახურებითაც, „ვიადერმი“ 8 წლის შემდეგაც რჩება უნიკალურ პროდუქტად.

- რომელ სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობთ?

ჩვენ ვასრულებთ მედიატორის როლს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებსა და ქართველ მომხმარებლებს შორის, ვქმნით და ვამკვიდრებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელს, ვზრუნავთ, რომ ევროპული, მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რასაც საქართველოში ყველა სააფთიაქო ქსელთან თანამშრომლობით ვაღწევთ.

- რა წვლილი აქვს შეტანილი „არტფარმას“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის გამდიდრებაში?

ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოცანა მოსახლეობაში ჯანმრთელობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობაა, შესაბამისად, ჩვენ სწორედ ის ბრენდები შემოგვაქვს, რომელიც მათ სხვადასხვა დაავადების პრევენციაში დაეხმარება და მკურნალობას გაუადვილებს. რომ შევაჯამოთ, ფარმაცევტულ სფეროს ვაძლიერებთ ისეთი ბრენდებით, რომლებიც საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია.

მაგალითად, 2023 წელს შემოვიტანეთ „ვირუპროტექტი“, გაციებისა და ვირუსების საპრევენციო ორალური სპრეი, რომელიც ვირუსების ყველაზე აქტიურ სეზონებზე, ფაქტობრივად, მთელი ოჯახისთვის გახდა შესაძლებლობა, მაქსიმალურად დაეცვათ თავი ავადობისგან, გაციების დროს კი ორჯერ უფრო სწრაფად დაბრუნებოდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. 12-წლიანი გამოცდილების მქონე შვედური ბრენდი სამი კონტინენტის 30-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რომ „შტადასთან“ და „ენზიმატიკასთან“ თანამშრომლობის შედეგად, შევძელით ამ მრავალრიცხოვან ჩამონათვალში საქართველოც შესულიყო.

სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს პორტფოლიოს დაემატა ძალიან ცნობილი ვიტამინების ბრენდი „ვიტრუმი“. ამ ბრენდს ჩვენს ქვეყანაშიც მაღალი ცნობადობა აქვს. იყო დრო, რომ მხოლოდ 2 დასახელების ვიტამინი იყო ბაზარზე და ერთ-ერთი სწორედ ვიტრუმი იყო. ძალიან ვამაყობთ, რომ შევძელით „ვიტრუმი“ საქართველოში დაგვებრუნებინა. ასორტიმენტი განახლებულია და მრავალფეროვანია და ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებებს არის მორგებული.

- რამდენი დასახელების მედიკამენტი შემოგაქვთ საქართველოში?

ჩვენი პორტფოლიო ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა. 2021 წლიდან ჩვენი პარტნიორების რიცხვს შემოუერთდა ისეთი საერთაშორისო კომპანია, როგორიც არის STADA group. ამ დროისათვის, ვთანამშრომლობთ 10-მდე მსხვილ მწარმოებელთან და 80-ზე მეტი დასახელების ბრენდს წარმოვადგენთ. ჩვენი მიზნობრივი ჯგუფი მთელი ოჯახია - ყველაზე პატარა წევრიდან უფროს წევრამდე, რაც ნიშნავს, რომ მოვიცავთ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობისა და გაუმჯობესებისთვის ყველა პროფილს, ვზრუნავთ 0 თვიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

- გაგვაცანით არტფარმას სამომავლო გეგმები

წინსვლას და განვითარებას სწორი სტრატეგიული ნაბიჯებით ვაღწევთ, ვსწავლობთ ფარმაცევტულ ბაზარს, ვეცნობით სიახლეებს, ვიკვლევთ, რა სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, ვნერგავთ ინოვაციებს. მომავალ წელს დაფუძნებიდან 10 წლის იუბილეს ვიზეიმებთ. იუბილესთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვექნება, ვგეგმავთ ახალ პროექტებს და უკვე მოლაპარაკებები გვაქვს დაწყებული რამდენიმე მსხვილ მწარმოებელთან. ვფიქრობთ, 2024 წლის ბოლოსთვის პორტფოლიოს მნიშვნელოვნად გავზრდით და კიდევ უფრო გავამრავალფეროვნებთ. მომავლის ხედვაა, რომ ქართული ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ბრენდად, ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ფილიალების გახსნას მეზობელ ქვეყანებში.

screenshot-3-1688023037.jpg

(R)