ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, სანდრო გულუას განცხადებით, ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

„ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე - გორში, ქუთაისში და თბილისში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებს. ფონიჭალაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამ ეტაპზე, დაკავებულია რამდენიმე პირი. კონკრეტულად, თუ ვინ არის დაკავებული და საქმის სხვა დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გულუამ.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობს.