ერთწლიანი კულტურების წარმოება 20 ათასი ტონით შემცირდა - რომელ რეგიონში რა მოცულობის მოსავალი მიიღო საქართველომ

2022 წელს, საქართველომ 128.2 ათასი ტონა ერთწლიანი კულტურები აწარმოა 2021 წელს კი, 148.5 ტონა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ახალი, სოფლის მეურნეობის პორტალის მიხედვით, წარმოება გასულ წელს 20.3 ათასი ტონით შემცირდა. კლება შეეხო რეგიონების უმეტესობას.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, რომელ რეგიონში, რა მოცულობის მოსავალი მიიღო საქართველომ 2021-2022 წლებში:

  • სამეგრელო ზემო სვანეთი 2021 წელს - 6.5 ათასი ტონა. 2022 წელს - 4 ათასი ტონა
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 2021 წელს - 0.6 ათასი ტონა. 2022 წელს - 0.6 ათასი ტონა
  • იმერეთი 2021 წელს - 17.1 ათასი ტონა. 2022 წელს - 13 ათასი ტონა
  • გურია 2021 წელს - 1.9 ათასი ტონა. 2022 წელს - 1.7 ათასი ტონა
  • აჭარა 2021 წელს - 5.2 ათასი ტონა. 2022 წელს - 4.9 ათასი ტონა
  • სამცხე-ჯავახეთი 2021 წელს - 4.1 ათასი ტონა. 2022 წელს - 8.2 ათასი ტონა
  • ქვემო ქართლი 2021 წელს - 39.3 ათასი ტონა. 36.2 ათასი ტონა
  • შიდა ქართლი 2021 წელს - 57.3 ათასი ტონა. 2022 წელს - 39.8 ათასი ტონა
  • მცხეთა-მთიანეთი 2021 წელს - 1.7 ათასი ტონა. 2022 წელს - 1.8 ათასი ტონა
  • კახეთი 2021 წელს -14.8 ათასი ტონა. 2022 წელს - 18 ათასი ტონა

თამარ მუკბანიანი