პრემიერ-მინისტრი პარლამენტს, 30 ივნისს, ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს

ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს.

პრემიერის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება დებატები და სიტყვით გამოსვლები.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე მოსვლამდე, პრემიერმა პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენება წერილობითი ფორმით წარუდგინა.