Google-ის აღმასრულებელი მენეჯერი ევერესტზე დაიღუპა

ინტერნეტ საძიებო გიგანტის ”გუგლის” ერთ-ერთი აღმასრულებელი მენეჯერი ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა.

”როიტერის” ინფორმაციით, დენ ფრედინბურგი ალპინისტურ კომპანია Jagged Globe-თან ერთად ევერესტზე ექსპედიციაში იმ დროს იმყოფებოდა, როცა ნეპალში 7,8 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ევერესტზე განმეორებითი ბიძგები, ე.წ. აფთერშოკები გამოიწვია. ევერესტზე, დენ ფრედინბურგთან ერთად, ”გუგლის” კიდევ სამი თანამშრომელი იმყოფებოდა, რომლებიც არ დაშავებულან.

დენიელ ფრედინბურგი ”გუგლში” უსაფრთხოების სისტემის Google X-ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

”სიენენის” ცნობით, ევერესტზე ზვავის ჩამოწოლას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 ათასს მიაღწია.