ირაკლი ღარიბაშვილი მთის კანონზე - შარშან ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 111 მლნ ლარი, ხოლო კანონის ამოქმედებიდან სულ 509 მილიონი ლარია დახარჯული

პენსია გასულ წელსაც გაიზარდა და წელსაც გაიზარდა. 65 ლარით მოიმატა 70 წლის და მეტი ასაკიდან პირებისთვის გათვალისწინებულმა პენსიამ და გახდა 365 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში კი - 440 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ასევე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა და გახდა თითქმის 300 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარი.

"მთის კანონზე მინდა აღვნიშნო, რომელიც საკმაოდ ეფქტურად მუშაობს. საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 111 მლნ ლარი, ხოლო კანონის ამოქმედებიდან, სულ, 509 მილიონი ლარი არის მიმართული ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.