McDonald’s მსოფლიოს მასშტაბით 700 რესტორანს დახურავს

პირველ ეტაპზე ”მაკდონალდსი” იაპონიაში, აშშ-სა და ჩინეთში საერთო ჯამში, 350 რესტორანს დახურავს

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s წლის ბოლომდე 700 რესტორანს დახურავს.

გამოცემა Fortune-ს ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით ”მაკდონალდსი” საკუთარი რესტონების 2%-ის მუშაობას შეაჩერებს.

გადაწყვეტილება ”მაკდონალდის” ხელმძღვანელობამ 2015 წლის პირველი კვარტლის რეალიზაციის მონაცემების მიღების შემდეგ მიიღო.

კომპანიის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ამერიკაში ”მაკდონალდსის” გაყიდვები 2,6%-ით დაეცა, შემოსავალი კი 36,6%-ით 811 მილიონამდე შემცირდა, ხოლო მოგებამ 5,96 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით არის შემცირებული წინა მაჩვენებელთან.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ”მაკდონალდსი” იაპონიაში, აშშ-სა და ჩინეთში საერთო ჯამში, 350 რესტორანს დახურავს.