ილონ მასკმა მედიასთან რამდენჯერმე განმარტა, რომ მისი ქონების შვილებისთვის დატოვებას არ გეგმავს. როგორც მასკმა აღნიშნა, მან უკვე შეარჩია კონკრეტული ადამიანები, რომლებიც კრიზისი დროს მის კომპანიებს უხელმძღვანელებენ. თუმცა, მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
მას შემდეგ, რაც ამერიკელი მილიარდერი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა და ახლა მხოლოდ ზედამხედველობს მას, მასკს დრო დარჩა სხვა პროექტებზეც იმუშაოს.
"მე ნამდვილად არ ვარ იმ აზრზე, რომ ჩემს შვილებს კომპანიების წილებს ავტომატურად მივცემ, თუნდაც მათ არ ჰქონდეთ ინტერესი, მიდრეკილება ან კომპანიის მართვის უნარი. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა.
"მემკვიდრეობა" ერთ-ერთი "უმძიმესი“ საუკუნოვანი პრობლემაა. ისტორიის გარიჟრაჟიდან მოყოლებული, ის აწუხებს ქვეყნებს, მეფეებს და აღმასრულებელ დირექტორებს. აშკარა გამოსავალი არ არსებობს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ შევამჩნევ, რომ ჩემს შვილებს მართვის უნარი ან ინტერესი არ ექნებათ, მათ ქონებას არ დავუტოვებ“, - თქვა მასკმა.
Tesla-ს დამფუძნებლის პირველი შვილი 2002 წელს დაიბადა, უმცროსი კი 2021 წელს. პირველი ექვსი შვილი მას ყოფილ მეუღლესთან, კანადელ მწერალ ჯასტინ უილსონთან ჰყავს. შვიდი წლის ქორწინების შემდეგ, წყვილი ოფიციალურად დაშორდა 2008 წელს.
ორი წლის შემდეგ, მასკი ორჯერ დაქორწინდა და გაშორდა მსახიობ ტალულა რაილის - პირველი ქორწინება გაგრძელდა 2010 წლიდან 2012 წლამდე, ხოლო მეორე 2013 წლიდან 2016 წლამდე. მათ შვილები არ ჰყოლიათ.
2020 წელს მილიარდერსა და მომღერალ-კომპოზიტორ გრაიმსს (რომლის ნამდვილი სახელია კლერ ბუჩერი) პირველი შვილი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ, გრაიმსმა 2022 წლის მარტში Vanity Fair-ის ინტერვიუში გაამხილა, რომ წყვილი შერიგდა და მეორე შვილი სუროგატის მეშვეობით შეეძინა.
მათი მეორე შვილის გაჩენამდე რამდენიმე კვირით ადრე, ილონ მასკს შეეძინა ტყუპები შივონ ზილისთან. ტყუპები ტეხასის შტატში, ოსტინში დაიბადნენ.
დღეს ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეშია და მისი ქონება 230.2 მლრდ დოლარს შეადგენს.
წყარო: msn.com