თუ თქვენ ბიტკოინის შეძენას ან ამ სფეროში ჩართვას გეგმავთ, პირველ რიგში უნდა შეამოწმოთ, არის თუ არა ის ლეგალური თქვენს ქვეყანაში.
როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ქვეყანას, ამ მხრივ სხვადასხვა რეგულაციები აქვს და შესაძლოა, თქვენთვის სასურველი ციფრული ქოინი კონკრეტულ ქვეყნებში უბრალოდ აკრძალული იყოს. უფრო მეტიც, სტატიაში ჩამოთვლილ ქვეყნებში ბიტკოინის უბრალო ფლობამაც კი შეიძლება ციხემდე მიგიყვანოთ.
ცნობისათვის, ბიტკოინები მსოფლიოში 2009 წელს გამოჩნდა და დროთა განმავლობაში მათი ფასი მკვეთრად გაიზარდა. კრიპტოვალუტა ხშირად წარმოადგენს საზოგადოების ინტერესის საგანს. არიან ადამიანები, რომლებიც მას სკეპტიკურად უყურებენ. მეტიც, როგორც euronews-ი წერს, ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარ საზღვრებში ბიტკოინები აკრძალა ან შეზღუდვები დაუწესდა.
წარმოგიდგენთ ქვეყნებს ჩამონათვალს, სადაც ბიტკოინი აკრძალულია:
ალჟირი
ალჟირში 2018 წელს მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტის ყიდვას, გაყიდვასა და ფლობას კრძალავს.
ბოლივია
ბოლივიაში ბიტკოინები 2014 წელს აკრძალეს. ბოლივიის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც არამარტო ბიტკოინს, არამედ ნებისმიერ კრიპტოვალუტას კრძალავს.
ბანგლადეში
ბანგლადეშის ბანკში ბიტკოინისა და სხვა არაავტორიზებული კრიპტოვალუტებით ვაჭრობა აკრძალულია.
დომინიკის რესპუბლიკა
იმ მოტივით, რომ ციფრული ვალუტა არ არის ლეგალური გადახდის საშუალება, კრიპტოვალუტები დომინიკის რესპუბლიკაში აკრძალულია.
განა
მიუხედავად იმისა, რომ განაში კრიპტოვალუტები არალეგალურადაა მიჩნეული, განას ბანკი ხედავს ბლოკჩეინის პოტენციალს და სამომავლოდ აპირებს ამ სისტემას მოერგოს.
ნეპალი
ნეპალში ბიტკოინი არალეგალურად 2017 წლის აგვისტოში გამოცხადდა.
ჩრდილოეთ მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონია ჯერჯერობით ევროპული ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც კრიპტოვალუტების გამოყენება ოფიციალურად აკრძალა.
ქვეყნები, სადაც ბიტკოინის გამოყენება იურიდიულად შეზღუდულია:
გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ბიტკოინი აკრძალულია, ასევე არის ქვეყნები, სადაც აღნიშნული ციფრული ქოინის ფლობა შესაძლებელია, თუმცა შეზღუდულია მისი მეშვეობით ვაჭრობა ან სხვა ოპერაციების გატარება.
ბაჰრეინი
ბაჰრეინში კრიპტოაქტივების სერვისებით სარგებლობისთვის საჭიროა ლიცენზია.
ჩინეთი
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა კრიპტოვალუტებს, ქვეყანა სიფრთხილით მოძრაობს ბაზარზე და მთელი რიგირ შეზღუდვები აქვს ამ მხრივ. ჩინეთს ჰქონდა რესურსი აეშენებინა ბიტკოინის მაინინგის ობიექტების 70%, მაგრამ ეს რეგულირდება ოფიციალური პირების მიერ გარემოსდაცვითი მიზეზების გამო.
ჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგში შეიძლება ამოქმედდეს კანონი, რომელმაც შესაძლოა, შეზღუდოს კრიპტო ვაჭრობა იმ პირებზე, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო პორტფელში. ამის გარდა, ჰონგ-კონგი ხაზს უსვამს გარკვეულ რეგულაციებს, როდესაც საქმე ეხება ICO-ს.
ირანი
ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ კრიპტოვალუტების დამუშავების უფლება.
ყაზახეთი
ეროვნული ბანკის მხრიდან კრიპტოვალუტაზე მძიმე შეზღუდვებია, ბირჟები და მაინინგები აკრძალულია.
რუსეთი
რუსეთში კრიპტო ლეგალურია, მაგრამ შეზღუდული. ბანკები და ბირჟები უნდა იყოს დარეგისტრირებული ცენტრალური ბანკის მიერ და კრიპტო არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გადახდის საშუალება.
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთში ბიტკოინი ახლა ლეგალურია ქვეყანაში. თუმცა, ბანკებს ეკრძალებათ ტრანზაქციებში მონაწილეობა.
თურქეთი
კრიპტოვალუტები ბანკებში ფინანსურ აქტივებად არ არის დაშვებული. ისინი ასევე არ არიან კლასიფიცირებული, როგორც გადახდის საშუალებები.
ვიეტნამი
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი კვლავ აკრძალულია სავაჭრო ურთიერთობებში სახელმწიფო ბანკის მიერ, კრიპტოვალუტით ფლობა და ვაჭრობა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ტოლერანტული მოვლენაა. ქვეყანაში კვლევები ტარდება კრიპტოვალუტის და მისი შედეგების გასაგებად.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან არც ბიტკოინის და არც სხვა კრიპტოვალუტის ფლობა და გამოყენება აკრძალული არ არის. თუმცა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ფულის გათეთრების მიმართულებით არსებული რისკების გათვალისწინებით, სებ-ი კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებისთვის გარკვეული რეგულაციების მიღებას გეგმავს. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა მასშტაბის იქნება რეგულაციები, რომლებსაც სებ-ი კრიტპოვალუტების სავაჭრო პლატფორმებს დაუწესებს.
წყარო: cryptonews.com