ახლახანს Forbes-მა მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მომღერლის ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
2022 წლის შეჯამებაში, კოლოსალური შემოსავალით მოხვდა ტეილორ სვიფტიც, ის ერთადერთი ქალია რეიტინგში. Forbes-ის ინფორმაციით, გასულ წელს ამ არტისტებმა დაახლოებით 1,35 მილიარდი დოლარი შეაგროვეს.
10. ბედ ბანი Bad Bunny - 88 მილიონი დოლარი
პუერტო რიკოელმა რეპერმა მისი ორი ტურნედან, El Último Tour del Mundo და World’s Hotest Tour 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბილეთი გაყიდა. გარდა ამისა, ვარსკვლავმა გააფორმა ხელშეკრულებები ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Corona, Cheetos და Adidas.
9. ტეილორ სვიფტი - 92 მილიონი დოლარი
მიუხედავად იმისა, რომ ქანთრი პოპ სუპერვარსკვლავის ალბომმა Midnights საუცხოო წარმატება მოიპოვა და იგი ისტორიაში პირველი შემსრულებელი გახდა, რომელმაც ერთდროულად დაიპყრო Billboard Hot 100 სიის ტოპ 10 ადგილი, მისი 92 მილიონი დოლარიდა უმეტესი ნაწილი გასულ წლებში გამოშვებული სიმღერებით გამოიმუშავა. სვიფტი წარსულში ექვსჯერ მოხვდა ყველაზე მაღალ შემოსავლიანთა სიაში, 2019 წელს კი ლიდერობდა.
8. ჯეიმს კამერონი - 95 მილიონი დოლარი
კამერონი არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი რეჟისორი, რომელმაც 1997 წელს "ტიტანიკით" და 2009 წლის "ავატარის" გამოშვებით, მილიონები გამოიმუშავა.
7. როლინგ სტოუნსი (The Rolling Stones) - 98 მილიონი დოლარი
მიკ ჯაგერმა და კიტ რიჩარდსმა საკულტო როკ ჯგუფში მოღვაწეობით მსოფლიოს შეაყვარეს თავი. ხოლო შარშან, თავიანთ ევროპული ტურნეზე სახელწოდებით Sixty, სადაც ჯგუფი კონტინენტის 15 ქალაქში უკრავდა, მხოლო ერთ საღამოში 8,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდნენ.
6. ბრედ პიტი - 100 მილიონი დოლარი
2022 წელს ოსკარის ლაურეატმა ითამაშა ფილმებში, როგორიცაა "ტყვია მატარებელი", "ბაბილონი" და "დაკარგული ქალაქი". მან ასევე გამოიმუშავა დაახლოებით 113 მილიონი დოლარი მას შემდეგ, რაც გაანაღდა საკომისიოები დეკემბერში დადებული გარიგებიდან, სადაც თავისი საპროდიუსერო კომპანიის, Plan B Entertainment-ის უმეტესი ნაწილი Mediawan-ს მიჰყიდა.
5. ჯეიმს ლ. ბრუკსი და მეტ გრონინგი - 105 მილიონი დოლარი
ჰიტ ანიმაციური კომედიის "სიმფსონების" შემქმნელებმა გასულ წელს 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს. 1989 წელს სიტკომის პრემიერის შემდეგ 700-ზე მეტი ეპიზოდი შეიქმნა. 2019 წელს, შოუს ყველა სეზონმა FX-დან Disney+-ზე გადაინაცვლა, რამაც წყვილს ყოველწლიურად 105 მილიონი დოლარი შესძინა.
4. თრეი პარკერი და მეტ სტოუნი - 160 მილიონი დოლარი
"სამხრეთ პარკის" შემქმნელებმა 2021 წელს Paramount+-თან 160 მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტი გააფორმეს. ექსკლუზიური გარიგება მათ ექვსი წლის განმავლობაში 935 მილიონი დოლარის გამოიმუშავების საშუალებას აძლევს. თანამშრომლობამ ასევე საშუალება მისცა პარკერს და სტოუნს შეექმნათ 14 ორიგინალური ფილმი "South Park" სტრიმინგის სერვისისთვის.
3. ტაილერ პერი - 175 მილიონი დოლარი
ტაილერ პერი ამერიკაში ცნობილი მსახიობი, მწერალი, რეჟისორი და პროდიუსერია. BET-ისთვის შექმნილი უამრავი პროექტის გამო მან შეძლო და 175 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
2. სტინგი - 210 მილიონი დოლარი
მუსიკოსმა და მისმა ჯგუფმა Police-მა თავისი მუსიკალური კატალოგი - ისევე როგორც საკუთარი სოლო დისკოგრაფია -2022 წელს Universal Music Group-ს მიჰყიდეს. ფრონტმენი დღეს 210 მილიონ დოლარს ფლობს.
1. Genesis - 230 მილიონი დოლარი
ფრონტმენმა ფილ კოლინზმა და მისმა მუსიკალურმა ჯგუფმა სექტემბერში თავიანთი სიმღერების კატალოგის უფლებები Concord Music Group-ს 300 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. კონტრაქტი ასევე მოიცავდა კოლინზის რამდენიმე სოლო სიმღერას, მათ შორის მისი ჰიტ სიმღერა "In the Air Tonight".
წყარო: forbes