ნოემბრიდან 20 ევროიანი კუპიურები შეიცვლება

2015 წლის 25 ნოემბრიდან 20 ევროს ნომინალის კუპიურები შეიცვლება, ძველი კუპიურები კი მიმოქცევიდან ეტაპობრივად ამოვა. აღმოჩნდა, რომ 20 ევროიანებს ყველაზე ხშირად აყალბებენ. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ახალი კუპიურის დიზაინზე მუშაობისას ყურადღება მიექცა ანტიკურ თემას. ახალ ბანკნოტზე გამოსახული იქნება მითოლოგიური ფინიკიელი მეფის ქალიშვილის - ევროპას გამოსახულება.

ახალ ბანკნოტებს გაცილებით ძლიერი დამცავი ნიშანი ექნება. 2013 და 2014 წლებში 5 და 10 ევროიანი ბანკნოტები შეიცვალა.