"არკომი" - კორპორატიული სატელეფონო ქსელი

დღესდღეობით ნებისმიერი ზომის ბიზნესის წარმატების წინაპირობა არის ეფექტური ურთიერთობა როგორც კომპანიის შიგნით, ასევე კომპანიის გარე მომხმარებლებთან. ვოიპ სატელეფონო სისტემები წარმატებით ახერხებს მაქსიმალურად გაამარტივოს და ეფექტური გახადოს ნებისმიერი სატელეფონო კომუნიკაცია და ეს სწორედ იმ თანამედროვე სატელეფონო ფუნქციების საშუალებით ხორციელდება, რომლებზეც წვდომა მხოლოდ ვოიპსატელეფონო სისტემების გამოყენების შემთხვევაში ხდება შესაძლებელი.

ხმოვანი მისალმება, ზარის გადამისამართება, ზარების დალოდების რეჟიმი, ზარების რიგითობა - ეს ყველაფერი თანამედროვე ვოიპ სატელეფონო ფუნქციონალობაა, რასაც ქართველი მომხმარებელი უკვე მიჩვეულია. თითქმის ყველა წამყვანი მსხვილი კომპანია უკვე ამ სერვისით სარგებლობს, თუმცა დღესდღეობით მსგავსი სერვისით სარგებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებსაც შეეძლებათ.

სატელეკომუნიკაციო კომპანია "არკომი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან გამოჩნდა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს მაღალი ხარისხის სატელეფონო სერვისის მიწოდება წარმოადგენს.

კომპანიაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტილება უკვე საშუალებას იძლევა, მსგავსი სერვისებით სარგებლობა შეღავათიანი ტარიფებით მოხდეს, რამდენადაც კომპანიებს აღარ ესაჭროებათ საკუთარი სატელეფონო სადგურის შეძენა და მისი მოვლისთვის სპეციალური კადრის დაქირავება. კომპანია "არკომი" საკუთარ თავზე იღებს როგორც სისტემის დაპროექტებასა და დაყენებას, ასევე საკუთარი სატელეფონო სადგურით უზრუნველყოფასა და სატელეფონო სისტემების 24 საათიან ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც კომპანიებს ათავისუფლებს სისტემის პირველადი გამართვის, ასევე სისტემების შემდგომი მონიტორინგისთვის სპეციალური კადრის დაქირავებისთვის საჭირო დიდი ხარჯებიდან, რაც მთავარია ასეთი სერვისით დაინტერესებულ კომპანიებს არკომი კონსულტაციებსა და სისტემების საწყის ინსტალაციას უფასოდ სთავაზობს.

სისტემების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მდგომარეობს არა მხოლოდ თანამედროვე ფუნქციებში, რომლებიც გამორიცხავს უპასუხო შემომავალი ზარების არსებობასა და აუმჯობესებს ბიზნესსა და კლიენტს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხს, ასევე განსაკუთრებით დაბალ ტარიფებში საზღვარგარეთის ქვეყნებსა და მობილურ ოპერატორებთან განხორციელებულ ზარებზე.

"არკომის" მიერ შემოთავაზებული სატელეფონო სისტემები შესაძლოა, დაყენდეს სულ მცირე ერთ ტელეფონიანი სისტემიდან დაწყებული რამდენიმე ათეულობით ტელეფონიან სისტემებამდე და რაც მთავარია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ტელეფონიდან დაიწყებთ სისტემის გამოყენებას, ტელეფონების რაოდენობის ზრდა ან კლება ტექნიკურად პრობლემას არ წარმოადგენს.

დამატებითი ინფორმაცისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებსაიტს: www.arcomm.ge

R