ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი არ შეცვლილა – 1,50 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა - 0.01 – 1,41 ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ფინეთსა და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
„30 ივნისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,09 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.25 ევროს, დიზელის საწვავი - 1,76 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,90 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,05 ევროს, დიზელის საწვავი - 1,65 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1.97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,06 ევროს, დიზელის საწვავი - 1,87 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,514 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,55 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,66 ევრო, დიზელის საწვავი - 0,62 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენი რეგიონის ქვეყნებში. კერძოდ:
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 0,85 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.22 ევროს; დიზელის საწვავი - 1.09 ევროს,“ - აღნიშნულია იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.