წყლის ტარიფზე სემეკ-ის გადაწყვეტილება 21 მაისამდე გახდება ცნობილი

თბილისში წყლის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით სემეკ-ის გადაწყვეტილება 21 მაისამდე გახდება ცნობილი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართვის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 15 იანვარს დაიწყო.

სემეკ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბილისში წყლის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 21 მაისამდე უნდა მიიღოს.

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ.