წელს საქართველოდან საავტომობილო გზით ექსპორტი გაორმაგდა - სად რას ვყიდით და ვყიდულობთ?

წელს საქართველოდან საავტომობილო გზით ექსპორტი გაორმაგდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 1,651 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 820,825 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, წელს, 5 თვეში საავტომობილო გზით საქართველოში 2,821 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,308 მლრდ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ საქონლის ჩამონათვალს, რომელიც წელს (5თვეში) ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა და გავიდა ქვეყნიდან.

საავტომობილო გზით ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 68,010 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 41,367 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 24,799 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 18,893 მლნ აშშ დოლარი
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 7,697 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 6,607 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 5,057 მლნ აშშ დოლარი
  • ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი - 4,739 მლნ აშშ დოლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3,282 მლნ აშშ დოლარი
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები -3,202 მლნ აშშ დოლარი
  • საავტომობილო გზით იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:
  • მსუბუქი ავტომობილები - 191,260 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 136,993 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 76,896 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 43,901 მლნ აშშ დოლარი
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 39,547 მლნ აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 37,958 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - 34,359 მლნ აშშ დოლარი
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 32,807 მლნ აშშ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 29,138 მლნ აშშ დოლარი
  • ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 27,712 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი პროდუქტი გავიდა, და საიდანაც შემოვიდა, ასე გამოიყურება:

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი იმპორტი განხორციელდა:

  • თურქეთი - 982,990 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 312,502 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 296,188 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 149,130 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 106,386 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი პროდუქტი გავიდა:

  • სომხეთი - 352,546 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 319,521 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 217,468 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 214,292 მლნ აშშ დოლარი
  • ყირგიზეთი - 207,891 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური