Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6000 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5995 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 4 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6055 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8408 ლარია.