პაშაბანკი - ოქროს ბრენდი 2014-ის პარტნიორი

2015 წლის 24 აპრილს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ყოველწლიური, მეათე ცერემონია. ღონისძიების პარტნიორი იყო პაშა ბანკი.

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული და ავლენს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.

ღონისძიებას 100-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულთა შორის იყვნენ საპატიო სტუმრები, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სტუმრებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პაშა ბანკის ინტერესს, ხელი შუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და ზრდას. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, სპეციალური პარტნიორობა გავუწიოთ ოქროს ბრენდის დაჯილდოვებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას მისცემს ნომინანტებსა და გამარჯვებულ კომპანიებს, მეტად განავითარონ თავისი ბიზნესსაქმიანობა და მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს,“- აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა. ბ-მა მამმადოვმა ოქროს ბრენდის ჯილდო გადასცა გამარჯვებულ კომპანიებს: „ნიკორა“, „ლისი დეველოპმენტი“ და „იფქლი“.

პაშა ბანკი გასულ წელსაც აქტიურად უჭერდა მხარს სხვადასხვა ეკონომიკურ და ბიზნეს ღონისძიებებს:

- სემინარი“A New Management Paradigm for a New Age of Managers “ და “4D Branding – Surprise Branding.”

-ბიზნეს განვითარების ფორუმი, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას.

-ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორი იყო ბრიტანულიკომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group.

გასულ წელს პაშა ბანკი Caspian Energy-ს მხრიდან 2014 წლის ბანკად დასახელდა, „წლის ბანკის“ ნომინაციაში გამარჯვება პაშა ბანკის გენერალურ დირექტორს შაჰინ მამმადოვს, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

პაშაბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშაბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშაბანკი არის ”პაშა ჯგუფის” ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშაბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

R