საწვავის შესაძენად ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტიდან ხობის, ხელვაჩაურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მერიებმა დახარჯეს - ფლანგვის დეტექტორი

2013-2023 წლებში საწვავის შესაძენად ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტიდან ხობის, ხელვაჩაურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მერიებმა დახარჯეს. თანხის ჯამური მოცულობა 4 მლნ ლარია - მის შესახებ ,,გლანგვის დეტექტორი" askgov.ge-ის ვებგვერდის დახმარებით წერს.

მათივე განმარტებით, დროის იგივე პერიოდში ავტომობილების მოვლა-შენახვაზე დახარჯული თანხით ახალციხე, ხელვაჩაური და ხობი ლიდერობენ.

„მუნიციპალიტეტების მერიებს რამდენიმე ათეული ავტომობილი ემსახურება, როდესაც, მაგალითად, რუმინელ მინისტრებს, სახელმწიფო მდივანსა და ცენტრალური ხელისუფლების სხვა ორგანოების ხელმძღვანელებს მხოლოდ ერთი“, - აცხადებენ „ფლანგვის დეტექტორში“.

სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში კი, 2013-2023 წლებში ადგილობრივი მერიების მიერ შეძენილი საწვავისა და დახარჯული თანხის რაოდენობა ასე გამოიყურება:

ssss-1688630318.png

საწვავის ხარჯების გარდა, დიდ თანხებს უკავშირდება ავტომობილების მოვლა-შენახვაც.

მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2013-2023 წლებში ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის ყველაზე მეტი თანხა ახალციხის, ხელვაჩაურისა და ხობის მუნიციპალიტეტების მერიებმა დახარჯეს, გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ახალციხისა და ხლევაჩაურის მუნიციპალიტეტების მერიებს 27-27 ავტომობილი ემსახურება, ხოლო ხობის მერიას-14. ახალციხის მერიამ, დროის აღნიშნულ პერიოდში, თავის ბალანსზე დარიცხული ავტომობილების მოვლაში ყველაზე მეტი, 616,710 ლარი დახარჯა, მას მოსდევს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია 492,004 ლარით. ჩამონათვალის ბოლო ადგილს კი ხობის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს 409,200 ლარით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშებში ხშირად მიუთითებს, რომ მერიების შიდა კონტროლის მექანიზმი საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას ვერ უზრუნველყოფს.

თამარ მუკბანიანი