სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად საანიაღვრე ქსელის მოწყობა 178 გრძივ მეტრზე სრულდება, 13 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარამდე დაიხარჯება.

მერიის ინფორმაციითვე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.