26-27 ივნისს, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში, მსოფლიო ბანკის ჯგუფის ანტიკორუფციული განვითარების გლობალური ფორუმი გაიმართა.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, გლობალურ ფორუმს ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი და ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე დაესწრნენ.
„ფორუმის მიზანია ანტიკორუფციული პოლიტიკის შემქმნელებსა და პრაქტიკოსებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. ასევე, თანამშრომლობის ძირითადი სფეროებისა და პრიორიტეტების გაუმჯობესება, მათ შორის, ბენეფიციარის საკუთრების გამჭვირვალობა, შესყიდვებისა და ხელშეკრულებების მართვა, კანონის უზენაესობის მნიშვნელობა.
ფორუმს პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, კერძო და საჯარო სექტორის, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.