ნავთობი და გაზი მრავალი ათწლეულის განმავლობაში გლობალური ენერგეტიკული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ამის შესახებ ბრიტანული ნავთობკომპანია BP-ის ხელმძღვანელმა, ბერნარდ ლუნიმ OPEC-ის სემინარზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ინდუსტრია მრავალი ათწლეულის განმავლობაში საკვანძო სექტორად დარჩება, რასაც ინვესტიციები სჭირდება. ამასთან, ბერნარდ ლუნი აცხადებს, რომ საჭიროა, ენერგოკომპანიებმა როგორც ენერგიის ტრანზიტის, ასევე, არსებულ ქსელების ინვესტირება მოახდინონ.
„თუ არ ჩავდებთ ინვესტიციას, მივიღებთ უფსკრულს მიწოდებასა და მოთხოვნას შორის,“ - ამბობს ლუნი და გასული წლის მაგალითი მოჰყავს, როცა, მისი მონაცემებით, „მსოფლიოში გაზის 3% დაიკარგა, ხოლო ენერგიის ფასი ათჯერ გაიზარდა.“
OPEC-ის მე-8 საერთაშორისო სემინარი 5-6 ივლისს ვენაში, ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა. მას OPEC-ის წევრი და ნავთობის სხვა მწარმოებელი ქვეყნების მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიების ტოპ მენეჯერები ესწრებოდნენ. ღონისძიების მთავარი თემა იყო „გზა მდგრადი და ინკლუზიური ენერგეტიკული გადასვლისკენ.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ