საბერძნეთის პრეზიდენტი ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლას გამორიცხავს

საბერძნეთის პრეზიდენტის პროკოპის პავლოპოულოსის განცხადებით, საბერძნეთი ევროზონას არ დატოვებს და ყველა ვალს გაისტუმრებს.

"უკანასკნელ ევრომდე გავისტუმრებთ ყველა ჩვენს დავალიანებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსირებული ბიუჯეტი და თანდათანობით შევამციროთ ვალი", - განაცხადა პროკოპის პავლოპოულოსმა "შპიგელთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, საბერძნეთი იბრძოდა, რომ ევროპის წევრი გამხდარიყო და ევროზონის დატოვების ვარიანტი არ განიხილება.

გასულ კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ბენუა კერემ განაცხადა, რომ ევროზონას სჭირდება საბერძნეთი ისევე, როგორც საბერძნეთს სჭირდება ევრო.