ევროკომისიამ გამოაცხადა მეორე ტენდერი ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ გაზის ერთობლივი შესყიდვის მიზნით. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
„პარასკევს ევროკომისიამ მოიწვია გაზის სანდო საერთაშორისო მიმწოდებლები ევროკავშირის მეორე გენერალური LNG ტენდერისთვის. ტენდერი გაგრძელდება 7 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით. იგი მოიცავს წინადადებებს 49 კომპანიის მიერ წარდგენილ 15,92 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე. მიწოდების პერიოდი 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის მარტამდე განისაზღვრა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისია იმედოვნებს, რომ ამ მოცულობის ნახევარი LNG-ის სახით მიეწოდება.