მარკ ცუკერბერგის Meta-ს ახალი პლატფორმა, ილონ მასკის Twitter-ის კონკურენტი Threads სწრაფად იზრდება. Instagram-ის მომხმარებელთა ვრცელი სიის წყალობით, Threads-ზე უკვე 70 მილიონ ადამიანზე მეტია დარეგისტრირებული.
ხუთშაბათ საღამოს The Verge-მა დაპოსტა, რომ მომხმარებლებმა პლატფორმაზე 95 მილიონი პოსტი განათავსეს.
მზარდ ზრდას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ Threads დაკავშირებულია არსებულ სოციალურ ქსელთან, Instagram-თან. მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Instagram-ზე არსებული სახელებით და შეინარჩუნონ მიმდევრების ნაწილი.
უნდა ითქვას ისიც, რომ აპლიკაციაში ჯერ კიდევ ბევრი რამეა დასახვეწი და ის ჯერ არ არის გაშვებული ევროპაში, სადაც, nstagram-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯერ კიდევ არის გარკვეული სირთულეები მარეგულირებლის მხრიდან.