რას ვყიდით და ვყიდულობთ გერმანიაში

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი თბილისს დღეს ესტუმრება. საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ბერბელ ბასის ვიზიტი ქართველი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის მოწვევით იმართება. მათივე ინფორმაციით, ბერბელ ბასი შეხვდება შალვა პაპუაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ემსახურება გერმანიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი 12 ივლისს დასრულდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია საქართველო-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველო-გერმანიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 392 491 120 აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტმა 26 051 140 აშშ დოლარი, ხოლო გერმანიიდან იმპორტმა 366 439 980 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტი მცირედით შემცირებულია. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-მაისში ექსპორტმა 26 830 870 აშშ დოლარი, იმპორტმა კი 222 059 160 აშშ დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომლის იმპორტი და ექსპორტიც განხორციელდა საქართველოდან გერმანიაში.

2023 წლის იანვარ-მაისში გერმანიიდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტის ჩამონათვალია:

  • მსუბუქი ავტომობილები (შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით უკუქცევით-წინსვლითი მოძრავი დგუშით, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 1500 სმ³-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 3000 სმ³-ისა) - 40 722 670 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები (შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით უკუქცევით-წინსვლითი მოძრავი დგუშით, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 3000 სმ³-ზე მეტი) - 26 094 560 აშშ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები, შედგენილი შერეული ან შეურეველი პროდუქტებისაგან, ანტიბიოტიკების, ჰორმონების, ალკალოიდებისა ან მათი წარმოებულების, ვიტამინების შემცველობის გარეშე - 20 132 600 აშშ დოლარი;
  • ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი 10 კაცის და მეტის გადასაყვანად, შიგაწვის ძრავით შეკუმშვით აალებადი - 17 050 940 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები, შიგაწვის დგუშიანი ძრავით შეკუმშვით აალებადი (დიზელით ან ნახევარდიზელით) (ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 2500 სმ³-ზე მეტი) - 15 027 020 აშშ დოლარი.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტის ჩამონათვალია:

  • ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაცლილი, ტყის კაკალი ანუ თხილი (Corylus spp.) – 5 742 100 აშშ დოლარი;
  • ვერტმფრენები ცარიელი აღჭურვილი აპარატის მასით არა უმეტეს 2000 კგ-ისა - 3 232 390 აშშ დოლარი;
  • კაკალი და სხვა თესლები, ერთმანეთში შერეული ან შეურეველი, სხვა ხერხით დამზადებული ან დაკონსერვებული, შაქრის, სხვა დამატკბობელი ნივთიერებების ან სპირტის დანამატების შემცველობით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი - 2 281 330 აშშ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები (ყურძნის ცქრიალა ღვინოების გარდა), 2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში - 1 815 850 აშშ დოლარი;
  • წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან - 1 222 480 აშშ დოლარი.
თაია არდოტელი