მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ორივე ხიდი 10 დღით დაიკეტა

მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების მარჯვენა მიმართულებაც გუშინ, 23:00 საათიდან 10 დღით დაიკეტა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილება ბარათაშვილის პანდუსის საშუალებით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი. მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, მარცხენა მიმართულება 26 მარტს დაიკეტა. მარჯვენა მიმართულებაც სწორედ მასზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო იკეტება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჯერ ბეტონის, შემდეგ კი ასფალტის საფარი.

რაც შეეხება მარჯვენა მიმართულებას, მისი რეაბილიტაცია მაისის პირველ ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება. აღდგენით სამუშაოებს შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს.