სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2.29-2.30 ლარი ღირს

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.29-2.30 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.27-დან 2.29 ლარის ფარგლებში იბარებენ. კომერციულ ბანკებში კი, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.30-დან 2.32 ლარამდე მერყეობს.  "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.32 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2,26 ლარად. "თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3200 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.2600 ლარად.  "ლიბერთი ბანკში" 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.3070 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.2670 ლარად.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2852 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ლარის ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.