საბითუმო-სავაჭრო ცენტრმა “ჯიბემ” სინერჯი ჯგუფთან ერთად შემუშავებულ ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაში ინოვაციური მიდგომა დანერგა

ჯიბემ, Cash&Carry ფორმატის პირველმა საბითუმო სავაჭრო ცენტრმა საქართველოში, სინერჯი ჯგუფთან ერთად შემუშავებული სტრუქტურის ახალ მოდელში თანამედროვე, ინოვაციური მიდგომა დანერგა. შეიქმნა პარალელური გუნდები, რომელიც რიგითი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. ისინი მათი მიმდინარე სამუშაოს პარალელურად, ასორტიმენტის განვითარების, გაყიდვების სტიმულირების და მომსახურების გაუმჯობესების ამოცანებზე კონცენტრირებულად მუშაობენ.

ორგანიზაციის მენეჯმენტის შეფასებით, ახალი სტრუქტურა და მასში შექმნილი პარალელური გუნდები, ერთი მხრივ, უფრო საინტერესოს ხდის სამუშაოს თანამშრომლებისთვის და ხელს უწყობს მათ თვითრეალიზაციას. მეორე მხრივ, თანამშრომლებს უფრო ინიციატივიანებს ხდის და ეხმარება კომპანიას, გადაჭრას მის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანები უფრო სწრაფად და ეფექტურად.

სინერჯი ჯგუფი 15 წელია ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარების პროექტებზე მუშაობს. განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება ქვემოდან წამოსული ინიციატივების ნაკადის მნიშვნელოვნად ზრდას და მენეჯმენტის ყურადღების სწორად განაწილებას.

R