გერმანიის უმსხვილესი გაზეთის, Bild-ის რედაქციის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტი გახდება. ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს.
ხელოვნური ინტელექტი მთავარი რედაქტორის გარდა, რედაქტორების, კორექტორების, მდივნებისა და ფოტორედაქტორების ფუნქციებსაც შეითავსებს.
გაზეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჟურნალისტებს კრეატიულობისთვის მეტ დროსა და სივრცეს მისცემს.
ტრანსფორმაცია 2024 წლის დასაწყისში დასრულდება.
პორტუგალიაში 2025 წლიდან ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტის, ChatGPT-ის გამოყენებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის ზარებზე პასუხის გასაცემად გამოიყენებენ, ხოლო გერმანიის ბავარიაში ხელოვნური ინტელექტი უკვე საეკლესიო მსახურებას ეწევა. კერძოდ, პროტესტანტულ ეკლესიაში მრევლს ნეიროქსელით შექმნილი მღვდლის ავატარი დახვდათ, რომელმაც 40-წუთიანი წირვა აღავლინა. ქადაგების გარდა, მასში ლოცვა და მუსიკა შედიოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ