ინდოეთი მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკა 2075 წელს გახდება - Goldman Sachs

Goldman Sachs-ის თანახმად, 2075 წელს ინდოეთი მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკა გახდება და გადაასწრებს არა მხოლოდ იაპონიასა და გერმანიას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც.

ამ ეტაპზე, ინდოეთი მსოფლიოს მეხუთე უმსხვილესი ეკონომიკაა და მის წინ გერმანია, იაპონია, ჩინეთი და აშშ არიან.

მოსახლეობით სწრაფად მზარდ ქვეყანაში ამგვარ პროგნოზს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში პროგრესი, მაღალი კაპიტალური ინვესტიციები და დასაქმებულების პროდუქტიულობის ზრდა განაპირობებს.

ინდოეთის მთავრობა პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის განვითარებას, გზებისა და მაგისტრალების მშენებლობას ანიჭებს. ახლანდელი ბიუჯეტით, გათვალისწინებულია უპროცენტო სესხების 50-წლიანი პროგრამის გახანგრძლივება, რამაც ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

კახი ჩაკვეტაძე