პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, დედაქალაქში, კერძოდ, ნიკოლაძის ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, სადაც ელექტროენერგიის სადენები ქუჩაში ყოველგვარი შეფუთვის გარეშეა მიტოვებული.
„ასეთი ახლართული კაბელები ვისი ბრალია? ხელი რომ ბავშვმა მოკიდოს, ვინ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას? მერიაში გძინავთ?,“- წერს ელისაშვილი.