ეს იყო ტექნიკური გაუგებრობა, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა - ნათია კუკულაძე

ეს იყო ტექნიკური გაუგებრობა, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა, - ასე ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამწვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კუკულაძე დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავ ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს.

„წლებია ყოველთვის დეტალურად და სრული პასუხისმგებლობით ვავსებ დეკლარაციას, ასე მოხდა 2022 წელსაც, შესაბამისად, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია. დაუყონებლივ მივმართე საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საკითხის შესწავლის მიზნით, როგორც გაირკვა, ტექნიკური გაუგებრობა იყო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა," - განაცხადა კუკულაძემ.

თაია არდოტელი