რუსეთში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა

2015 წლის იანვარის მონაცემებით, რუსეთში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობამ 30 836-ს მიაღწია

რაც 2 432-ით მეტია 2014 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით.

რუსული მედიის ინფორმაციით, გასული წლის იანვარში რუსეთში საქართველოს 28 404 მოქალაქე ირიცხებოდა.

საქართველოს გარდა, გაიზარდა რუსეთში მცხოვრები კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის, მოლდოვას, ყირგიზეთის, ყაზახეთის, სომხეთის, ჩინეთის, ბელორუსისა და უკრაინის მოქალაქეთა რაოდენობა.

ამასთან ერთად, რუსული მედიის ცნობით, საერთო ჯამში რუსეთში მცხოვრები უცხოელების რიცხვი 2014 წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა.

2015 წლის იანვრის მონაცემებით, 2014 წლის იანვართან შედარებით, შემცირდა რუსეთში მცხოვრები გერმანიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ესპანეთის, იტალიის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, კანადის, საფრანგეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა რაოდენობა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში მცხოვრები უცხოელების რაოდენობის შემცირება გარკვეულწილად, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება.