აღმოსავლეთ საქართველოში ატმისა და ვაშლატამას სეზონი პიკს აღწევს. როგორც EastFruit- თან კახელმა ფერმერებმა ისაუბრეს, წელს მაღალმოსავლიანობა აქვთ და არც ხარისხს უჩივიან. თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ნალექიანმა ივნისმა მცირედით, მაგრამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ნაყოფზე.
მიუხედავად ამისა, ატმის ფასები 2021 წლის იდენტურია, როცა წარმოება საკმაოდ მაღალი იყო: 1 კილოგრამი ვაშლატამა 1.30-1.60 ლარი ღირს, ატამი კი 1.60-1.90 ლარი.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ყოველ კილოგრამზე ექსპორტიორს დამატებით 0.60 ლარის დამატება დასჭირდება დახარისხების, შეფუთვისა და დატვირთვისთვის.
ადგილობრივი ბაზრის გარდა, ქართული ატამი რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში იყიდება.