უმაღლესი განათლების სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევაში.
საუბარია 2010-2022 წლების მონაცემებზე. კვლევის მიხედვით, დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 25.1 ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. უცხოელი სტუდენტები მთლიანი ჩარიცხვების 15.2%-ს შეადგენდნენ 2022/23 წელს. სტუდენტების უმეტესობა ინდოეთიდან (52.1% 2022/23 წლებში), იორდანიიდან (8.7%) და ისრაელიდანაა (5.5%).
უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (74.6%) კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს 2022/23 წლის მდგომარეობით. ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამები რჩება ყველაზე პოპულარული საერთაშორისო სტუდენტებს შორის 2022/23 წლებში (ჩარიცხულთა 88.1%).
ასევე, კვლევის მიხედვით, კერძო სექტორის შემოსავლის ზრდა განპირობებულია საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით. კერძო სექტორის შემოსავალი 82.9 მლნ ლარიდან 312.1 მლნ ლარამდე გაიზარდა 2011-22 წლებში. უმაღლესი განათლება საქართველოში ძირითადად ჯიბიდან გადახდებით (out-of-pocket) ფინანსდება, ხოლო სახელმწიფო დაფინანსება კვლავ დაბალია.
კერძო სექტორში სწავლის წლიური საფასური მერყეობს 2,250-30,000 ლარს შორის. გამოკითხული უნივერსიტეტების უმრავლესობაში (52.4%) წლიური გადასახადი 2,500-5,000 ლარს შეადგენს.