ილონ მასკმა გამოაცხადა კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საკითხებს მოაგვარებს.
„ვაცხადებ xAI-ის შექმნის შესახებ, რათა გავიგოთ რეალობა“, - დაწერა მან ტვიტერზე.
პარალელურად ამოქმედდა ვებგვერდი x.ai. მასში მითითებულია, რომ კომპანია დაასაქმებს Google-ის, Microsoft-ის და ტექნოლოგიური სექტორის სხვა კომპანიების ყოფილ თანამშრომლებს.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი ახალი კომპანიის შესახებ კითხვებს Twitter Spaces-ის ეთერში 14 ივლისს უპასუხებენ.
შეგახსენებთ, მარტში მასკმა xAI კომპანია ნევადაში დაარეგისტრირა, მაგრამ მას შემდეგ მისი სტარტაპის შესახებ ახალი ინფორმაცია არ ყოფილა.