2022 წელს საქართველოში სრულად 2 791.7 ტონა თევზი იწარმოვა, 2021 წელს კი, 2 861.1 ტონა.
რაც შეეხება ფასს, გასულ წელს ფასი თითქმის ყველა თევზზე გაიზარდა, გამონაკლისია თეთრი და ჭრელი სქელშუბლა, რომელზეც ფასი არ შეცვლილა და რუსული და ციმბირული ზუთხი, რომელზე ფასიც შემცირდა. საუბარია, საქართველოში წარმოებული თევზის ფასზე ფერმის კართან.
წყარო სტატისტიკის ეროვნული სამსახურია, რომელმაც „აკვაკულტურა საქართველოში 2022“ პუბლიკაცია გამოაქვეყნა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ თევზის ფასებს 2021-2022 წლებში და ჩამონათვალს, სად ღირდა თევზი ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი:
ცისარტყელა კალმახის ფასი 3 ლარით 12-დან 15 ლარამდე გაიზარდა.
კობრი და სარკისებური კობრი 2021 წელს - 8.7 ლარი. 2022 წელს - 10.3 ლარი
თეთრი ამური - 2021 წელს - 7.3. 2022 წელს - 9 ლარი
თეთრი და ჭრელი სქელშუბლა - ფასი უცვლელი 5.4 ლარია
რუსული და ციმბირული ზუთხი - ფასი 27.6 ლარიდან 26 ლარამდე შემცირდა
ევროპული ლოქო - 2021 წელს - 17.1 ლარი. 2022 წელს - 19.3 ლარი
რაც შეეხება ფასებს თევზის სახეობებისა და რეგიონების მიხედვით: ცისარტყელა კალმახი
აჭარის არ - 15.7 ლარი
სამცხე-ჯავახეთი - 14.1 ლარი
შიდა ქართლი - 14.5 ლარი
დანარჩენი რეგიონები - 16.5 ლარი
კობრის და სარკისებური კობრის ფასები:
იმერეთი - 9.5 ლარი
კახეთი - 10.6 ლარი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6.8 ლარი
დანარჩენი რეგიონები - 12.3 ლარი
თეთრი ამურის ფასები:
იმერეთი - 8 ლარი
კახეთი - 9.5 ლარი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6.3 ლარი
დანარჩენი რეგიონები - 9 ლარი
თეთრი და ჭრელი სქელშუბლას ფასები:
იმერეთი - 5.3 ლარი
კახეთი - 5.3 ლარი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5.9 ლარი
დანარჩენი რეგიონები - 6.9 ლარი
ინფორმაციისთვის, ფასი მოცემულია ფერმის კართან 1 კგ თევზზე. საქსტატს კი ჩამონათვალი იმ რეგიონების მიხედვით აქვს, სადაც კონკრეტული სახეობების წარმოება მასშტაბურია.