წლის 1-ელ ნახევარში სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10.266 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 3.050 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7.215 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 20.4 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივნისში 4 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტია.

თაია არდოტელი