შუახევში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა

Express Bank ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. "საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, დღეს, შუახევში, Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა.  ახალი Express Bank-ი მომხმარებელს რუსთაველის ქ. N17 მოემსახურება. ახალი Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით და Express ანაბრით.

ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა, უკვე 95 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.