ბიძინა ივანიშვილის ქონება 10-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა - Bloomberg

​ბიძინა ივანიშვილის ქონება ამ თვეში ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა - ინფორმაციას, Bloomberg Billionaires Index-ის ავრცელებს.

12 ივლისის მონაცემებით, მისი ქონება $6.2 მილიარდს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ, როცა ივანიშვილის ქონება $6.40 მილიარდი იყო.

Bloomberg-ისვე განმარტებით, მონაცემები დაბალი სანდოობისაა და 1*-ით ფასდება. ეს კი ნიშნავს, რომ მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია აქტივებთან, რომელთა შესახებაც წვდომა შეზღუდულია.

Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილი $5.15 მილიარდს ნაღდი ფულის სახით ფლობს, დანარჩენი კი კერძო აქტივებში აქვს დაბანდებული. კერძო აქტივებიდან $45 მილიონი უძრავ ქონებაზე, $1 მილიარდი კი ხელოვნების ნამუშევრებზე მოდის.

დღევანდელი მონაცემებით, ივანიშვილი პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში 411-ე ადგილს იკავებს.

sqem-1689236685.png

მასალის ავტორი, ასევე დეტალურად მიმოიხილავს ივანიშვილის ბიოგრაფიას. რუსეთში ბიზნესკავშირებსა და საქართველოში პოლიტიკაში ორჯერ მოსვლას.

თამარ მუკბანიანი