პაშაბანკი - ბრიუსელის ბიზნესკონფერენციის სპეციალური პარტნიორი

27 აპრილს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებითა და ევროსაბჭოს ეგიდით, ქ.ბრიუსელში გაიმართა ბიზნესკონფერენცია.

პაშაბანკი კონფერენციის სპეციალური პარტნიორი იყო. ბიზნესკონფერენციის მთავარი თემა იყო „საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები“. მასზე განიხილებოდა საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობები საქართველოში. კონფერენციას ესწრებოდა 65 ქართული და ევროპული მსხვილი, საშუალო და მცირე ორგანიზაცია სხვადასხვა სფეროდან.

კონფერენცია სიტყვით გახსნეს დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ჯერარდ შუმან-ჰითცლერმა, დირექტორმა ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. დამსწრეებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ პაშა ბანკის მხარდაჭერით საქართველოში ეკონომიკის განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას და როგორც ღონისძიების სპეციალურმა პარტნიორებმა, დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი, როგორც მსხვილი ინვესტორის წარმატებული გამოცდილება და ხაზი გავუსვით საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს, რამაც განაპირობა ორი წლის წინ პაშა ჰოლდინგის მხრიდან საქართველოში განხორციელებული დაახლ. $60 მილიონიანი ინვესტიცია კორპორატიული საბანკო მომსახურების უზრუნველმყოფი ფინანსური ინსტიტუტის, პაშა ბანკის, დაფუძნების მიზნით,“ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა.

ბრიუსელის კონფერენცია ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომლებსაც პაშა ბანკმა გაუწია სპონსორობა ადგილობრივი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად. პაშაბანკი იყო ასევე შემდეგი ღონისძიებების პარტნიორი:

- ბიზნეს განვითარების ფორუმი, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას.

-ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group.

- ოქროს ბრენდი 2014-ის პარტნიორი. ოქროს ბრენდი ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. ის ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.

პაშაბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშაბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშაბანკი არის "პაშა ჯგუფის" ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშაბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

R