"2022 წელს სამუშაო ძალის ზრდა მოხდა არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით კი, რუსი მოქალაქეების ხარჯზე. ამის შესახებ საუბარია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" კვლევაში - "მიგრაცია საქართველოში: ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე".
"საქართველოს მოსახლეობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით გაიზარდა, 47 710 ადამიანით. ზრდა მოხდა არა ბუნებრივი მატებით, ან ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებით, არამედ უცხო ქვეყნის, ძირითადად რუსი მიგრანტების ხარჯზე.
2022 წელს სამუშაო ძალის ზრდა მოხდა არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით კი, რუსი მოქალაქეების ხარჯზე.
2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე დიდი გავლენა მოახდინეს რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსულმა მიგრანტებმა. გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 12 645 ადამიანი, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საჯარო სექტორში მინიმალური ანაზღაურებით",- ნათქვამია კვლევაში.