ალიანს რენესანსი - ინოვაციური ველნეს კონცეფცია უძრავი ქონების ბაზარზე

პროექტის შესახებ

სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია ალიანს ჯგუფმა, რეგიონის პირველი საინვესტიციო, სპორტულ გამაჯანსაღებელი მულტიფუნქციური პროექტის - ალიანს რენესანსის გაყიდვები, ივლისიდან ოფიციალურად დაიწყო.

ინოვაციური ხედვით შექმნილი, რეგიონული მნიშვნელობის კომპლექსი, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს და 3 - A, B და С თაუერს მოიცავს.

ალიანს რენესანსის საინვესტიციო ღირებულება 220$ მილიონი აშშ დოლარია და პროექტი თანამედროვე სტანდარტის საინვესტიციო აპარტამენტებთან ერთად, 14 სართულიან დამოუკიდებელ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, 15 სახეობის თერაპიული პროცედურის სივრცესა და მრავალფეროვან სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპონენტებს აერთიანებს, რითაც კომპლექსი 3 ძირითად მიმართულებას: საინვესტიციოს, სპორტულსა და გამაჯანსაღებელს მოიცავს.

ალიანს რენესანსის საინვესტიციო ბენეფიტები:

  • მაღალი, მსყიდველუნარიანი ტურისტული სეგმენტი

GWI-ის (Global Wellness Insitute) კვლევების მიხედვით, ველნეს ტურისტები სტანდარტული მოგზაურებისგან განსხვავებით, კონტრასტული, 130%-ით მეტად მაღალი და მსყიდველუნარიანი სეგმენტია.

ალიანს რენესანსი, როგორც საინვესტიციო, ველნეს მულტიფუნქციური კომპლექსი ხელს შეუწყობს საქართველოს გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და ველნეს უძრავი ქონების განვითარებას. გარდა ამისა, პროექტის მრავალკომპონენტური ინფრასტრუქტურა მკვეთრად ზრდის პროექტის 4 სეზონურ დატვირთულობასა და მის საინვესტიციო მიმზიდველობასაც.

11-1689314235.png

  • ქობულეთის ბუნებრივი პოტენციალის ათვისება

ქობულეთი საქართველოს ისტორიული, ბუნებრივი ლანდშაფტითა და სამკურნალო, გამაჯანსაღებელი ფაქტორებით გამორჩეული ქალაქია.

ალიანს რენესანსის რეგიონში ინტეგრირება, ხელს შეუწყობს ქობულეთის სრული ველნეს პოტენციალის ათვისებას და ახალი, უკვე ლოკალურ რესურსზე დაფუძნებული სამკურნალო/გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის შექმნას.

55-1689314267.png

  • პროექტის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა

ალიანს რენესანსის მრავალმხრივი ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე სივრცის მრავალფეროვან კომპონენტებს, კერძო სანაპიროსა ზღვის აქტივობებს მოიცავს.

ერთ, მულტიფუნქციურ სივრცეში ინტეგრირებული სპორტული, თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, ალიანს რენესანსი უზრუნველყოფს პროექტის 4-სეზონურ დატვირთულობას და შექმნის საუკეთესო პირობებს თითოეული ვიზიტორისა, თუ რეზიდენტისთვის. კომპლექსი გამოირჩევა ისეთი დივერსიფიცირებული კომპონენტებით როგორიცაა:

  • რესტორანი, ლაუნჯი და ინფინიტ აუზის ბარი;
  • ფიტნეს და იოგის დარბაზები, მინერალური სპა და ფინური საუნა;
  • ესთეტიკის, დიაგნოსტიკის და ნუტრიციონოლოგიური სივრცეები;
  • თალოსოთერაპიის, ფიზიოთერაპიისა და ტივტივის თერაპიის სივრცეები;
  • იაპონური გარდენია, მინი გოლფის კორტი, ბავშვთა გასართობი,რეკრეაციული სივრცეები;
  • შიდა სივრცის სპორტის სახეობები - სქაიდაივინგი, Citywave სერფინგი, კედლის ჩოგბურთი;ექსტრემალური სპორტის სახეობები და ზღვის აქტივობები: ჯეტ სკიინგი, FliteScooter, Flyboarding, გასაბერი აქვა პარკი, ქვიშის ფრენბურთის მოედანი.

77-1689314307.png

ალიანს რენესანსი, როგორც რეგიონის პირველი საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და უნიკალური კონცეფციის მქონე კომპლექსი, ხელს შეუწყობს:

  • საერთაშორისო ინვესტიციების კონცენტრაციას საქართველოში;
  • რეგიონული პოტენციალის განვითარებას;
  • საქართველოს ველნეს ტურიზმისა და უძრავი ქონების პოპულარიზაციას;
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;
  • კომპლექსისა და რეგიონის 4-სეზონურ დატვირთულობას;
  • ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

პროექტი უზრუნველყოფს გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიზანმიმართულ განვითარებას საქართველოში და კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთს, მსოფლიო ველნეს რუკაზე ერთ-ერთ წამყვან ველნეს დანიშნულების ადგილად დააპოზიციონირებს.

(R)