საქართველოში პირველი ციფრული ბანკის ლიცენზიის მფლობელი „პეისერა ბანკი საქართველო“ თავის მომხმარებელს დაპირებულ სერვისებს, როგორც დისტანციურად ასევე ფილიალის (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 4/2) მეშვეობით სთავაზობს.
„პეისერა ბანკი საქართველო“ არის პირველი კომერციული ბანკი, რომელიც გარდა ქართული საბანკო ანგარიშისა, თავის მომხმარებელს გაუხსნის ევროპულ, საერთაშორისო, საბანკო ანგარიშს. აღნიშნული ქართველ მომხმარებელს ერთდროულად მისცემს წვდომას როგორც ერთიანი ევრო გადახდის (SEPA, SEPA INSTANT), ისე საქართველოს ეროვნული გადახდის სისტემაზე (RTGS).
ერთიანი ევრო გადახდის სისტემის (SEPA) და საქართველოს ეროვნული გადახდის სისტემის ერთ აპლიკაციაში გაერთიანებით და მომხმარებლისთვის შეთავაზებით „პეისერა ბანკი საქართველო“ პრაქტიკულად აერთიანებს ამ ორ გადახდის სისტემას და საქართველოში როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ორივე სისტემის შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
ევროპული SEPA INSTANT სისტემა, „პეისერა ბანკი საქართველოს“ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს გადარიცხვები და მიიღოს ჩარიცხვები ევროში მყისიერად, 24/7-ზე. რაც მთავარია, გადარიცხვის/ჩარიცხვის დრო არ აღემატება რამდენიმე წამს და ეს სერვისი უკვე ხელმისაწვდომია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულ ანგარიშსწორების სისტემაში ჯერ არ არის დანერგილი მყისიერი ანგარიშსწორების სისტემა.
„პეისერა ბანკი საქართველოს“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული აღნიშნული სერვისით მარტივდება და თანაბრდება საერთაშორისო (ევროს) გადარიცხვები, ლარის ადგილობრივ გადარიცხვებთან.
გარდა ამისა, „პეისერა ბანკი საქართველო“ თავის მომხმარებელს SEPA და SEPA INSTANT -ით სარგებლობის შემთხვევაში სთავაზობს უპრეცედენტოდ დაბალი მომსახურების ტარიფს. კერძოდ, ევროში გადარიცხვის ღირებულება იქნება ფიქსირებული 7,0 ევრო.
ქართველ მომხმარებელს დღეიდან უკვე აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს Paysera Super APP-ით, რომელშიც ევროპული IBAN-ის გარდა დახვდება პროდუქტების ფართო არჩევანი, მათ შორის, სრულიად უნიკალური პლატფორმები ელექტრონული კომერციისთვის. Paysera Super APP ევროპაში და საქართველოში არსებულ ყველა ციფრულ შესაძლებლობას აერთიანებს. ქართველ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ყველა იმ უპირატესობით, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ.
2023 წლისთვის SEPA მოიცავს 36 ქვეყანას - ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა; ევროპის ეკონომიკური ზონის 3 ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტაინი, ისლანდია); ასევე, მონაკო, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო. Paysera მომხმარებელს სთავაზობს ვალუტის გაცვლას 30-ზე მეტ განსხვავებულ ფულის ერთეულში, მათ შორის ფუნტ სტერლინგში.
მომხმარებელს უკვე შეუძლია ჩამოტვირთოს „პეისერა ბანკ საქართველოს“ აპლიკაცია ან მივიდეს ფილიალში და გახდეს „პეისერა ევროპელი“, რაც გულისხმობს საერთაშორისო, ევროპული, ანგარიშის ფლობას და ყველა იმ უპირატესობით სარგებლობას, რომლითაც სარგებლობენ „პეისერას“ ევროპელი მომხმარებლები.
დამატებითი ინფორმაცია: „Paysera“ არის ლიეტუვური Fintech კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნეს მოდელზე, რაც საშუალებას აძლევს მას, მომხმარებელს სასურველი სერვისები მარტივი ციფრული გადაწყვეტილებებით მიაწოდოს. 12 წლის განმავლობაში კომპანიამ სანდოობის, სიმარტივის, სისწრაფისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, უკვე 500 000-ზე მეტი მომხმარებელი შეიძინა. როგორც 2011 წლის ლიეტუვის ცენტრალური ბანკის მიერ N1 (პირველი) EMI ლიცენზიის მფლობელი, იგი სრულად ფარავს ევროპულ ეკონომიკურ არეალში შემავალ ყველა ქვეყანას, ხოლო მისი საპარტნიორო ქსელი მოიცავს ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, კოსოვოს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, შვეიცარიას და ახლა უკვე საქართველოს.