უკრაინამ შესაძლოა, აშშ-სგან დამატებით ერთი მილიარდი დოლარის დახმარება მიიღოს

უკრაინამ შესაძლოა, აშშ-სგან დამატებით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღოს, თუ იგი რეფორმებს გააგრძელებს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოჟეფ ბაიდენმა კიევში გუშინ გამართული კონფერენციის დროს განაცხადა.

"ორი დღის წინ ჩვენ განვაცხადეთ უკრაინისათვის 18 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ. შედეგად, დონბასში კონფლიქტის დაწყებიდან უკრაინისათვის დახმარების სახით გამოყოფილმა თანხამ 450 მილიონ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ერთ მილიარდდოლარიან დახმარებას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მივიღებთ. ხოლო დამატებით კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოვყოფთ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა რეფორმების გზას გაჰყვება", - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.