უკრაინა, რუსეთი, ირანი... - რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ თავშესაფარს საქართველოში 2023 წელს

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფრი 515 ადამიანმა ითხოვა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიგრაციის სტატისტიკიდან ირკვევა.

მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 224 იყო, პირველ კვარტალში კი 291. შესაბამისად, ჯამში მიმდინარე წლის 6 თვეში კი ეს რიცხვი - 515-ს შეადგენდა.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ 2022 წელს ჯამში 1 473 განაცხადი იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი - 104 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებმაც 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს:

  • უკრაინა - 104 მოქალაქე
  • რუსეთი - 49 მოქალაქე
  • ირანი - 93 მოქალაქე
  • თურქეთი - 72 მოქალაქე
  • ინდოეთი - 17 მოქალაქე
თამარ მუკბანიანი