ინდოეთის 10 უმდიდრესი ადამიანი - მაგნატები, რომლებიც მსოფლიოს მართავენ

ბოლო წლებია ინდოეთის ეკონომიკა სტაბილურ ზრდას განიცდის. ამან განაპირობა ისიც, რომ ქვეყანაში განათლების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა და დღეს IT თუ სხვა ვირტუალურ სფეროში, ინდოელ სპეციალისტთა დიდი მოთხოვნაა.

2023 წელს Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა სიაში სულ 169 ადამიანი მოხვდა, რაც 2022 წელთან შედარებით 3-ით მეტია. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ სიის სათავეში მუკეშ ამბანი ლიდერობს.

წარმოგიდგენთ ინდოეთის 10 უმდიდრეს ადამიანს Forbes-ის Real-Time Billionaires-ის რეიტინგის მიხედვით.

მუკეშ ამბანი

ასაკი: 65 წელი

წმინდა ქონება: 98,1 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: Reliance Industries Ltd

მმართველი დირექტორი და Reliance Industries-ის თავმჯდომარე მუკეშ ამბანი, ინდოეთის ყველაზე მდიდარი პიროვნებაა. კომპანია ჩართულია სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა ნავთობქიმია, ნავთობი და გაზი, საცალო ვაჭრობა, ტელეკომი და სხვა. ამბანის სამი შვილი, აკაში, ანანტი და იშა, აქტიურად არიან ჩართულნი კონგლომერატის სხვადასხვა განყოფილებების მართვაში.

გაუტამ ადანი

ასაკი: 60 წელი

წმინდა ქონება: 50,6 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: Adan Group

ინდოელი მილიარდერი ინდუსტრიალისტი გაუტამ შანტილალ ადანი, ცნობილია როგორც Adan Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ეს არის მრავალეროვნული კონგლომერატი, რომელიც ჩართულია ინდოეთში საპორტო ოპერაციებში. ადანის ფონდი, გაუტამ ადანმა 1996 წელს დააარსა. მისი მეუღლე პრიტი ადანი კი კომპანიის თავმჯდომარეა. ჯგუფის ბიზნეს ინტერესები მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის პორტებს, აეროპორტებს, ელექტროენერგიის გამომუშავებას და და მწვანე ენერგიას. ადანი აღიარებულია, როგორც ინდოეთის უმსხვილესი აეროპორტის ოპერატორი და ასევე აკონტროლებს გუჯარატის მუნდრას პორტს.

საირუს პუნავალა

ასაკი: 81 წელი

წმინდა ქონება: 27,5 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: ინდოეთის შრატის ინსტიტუტი

პუნავალა ინდოეთში, ვაქცინების შემუშავებაში ცნობილი ფიგურაა. ინსტიტუტის სათაო ოფისი მდებარეობს პუნეში. ხოლო შრატის ინსტიტუტის მის მართვაში მას ვაჟი- ადარი ეხმარება. აღსანიშნავია, რომ შრატის ინსტიტუტს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ვაქცინის მწარმოებელი პრესტიჟული ტიტული. საირუს პუნავალას სიმდიდრის ბოლოდროინდელი ზრდა დიდწილად შეიძლება მიეკუთვნებოდეს SII-ის მიერ შემუშავებული Covid-19 ვაქცინების ფართო გამოყენებას.

შივ ნადარი

ასაკი: 77 წელი

წმინდა ქონება: 25,3 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: HCL Enterprise

შივ ნადარი არის HCL ჯგუფის მფლობელი. HCL ამაყობს ისეთი ცნობილი კლიენტებით, როგორიცაა Cisco, Microsoft და Boeing. 2008 წელს, ინდოეთის მთავრობამ მას პადმა ბჰუშანი, ინდოეთის მესამე უმაღლესი ჯილდო გადასცა.

სავიტრი ჯინდალი და ოჯახი

ასაკი: 72 წელი

წმინდა ქონება: 20.0 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: O.P. Jindal Group

სავიტრი ჯინდალი არის ინდოელი პოლიტიკოსი და მეწარმე, რომელიც იკავებს O.P. Jindal Group-ის საპატიო თავმჯდომარის პოსტს. ბიზნესის სხვადასხვა განყოფილებას მართავენ მისი ოთხი ვაჟი: პრითვირაჯი, საჯანი, რატანი და ნავენ ჯინდალი. გარდა ამისა, JSW Sports, JSW Group-ის სპორტული განყოფილება,კონგლომერატის ნაწილია, რომელიც მოიცავს ინდოეთს, აშშ-ს, სამხრეთ ამერიკას, ევროპასა და აფრიკას.

რადაკიშან შივკიშან

დამანი ასაკი: 68 წელი

წმინდა ქონება: 16,9 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: Avenue Supermarts Limited

ინდოელი მეწარმე და გამოჩენილი ინვესტორი, ცნობილია როგორც Avenue Supermarts Limited-ის დამფუძნებელი, რომელიც მართავს 200-ზე მეტ DMmart მაღაზიას ინდოეთში. გარდა ამისა, ის ახორციელებს კონტროლს თავის საინვესტიციო საწარმოებზე მისი კომპანიის, Bright Star Investments Limited-ის მეშვეობით.

ლაკშმი მიტალი

ასაკი: 72 წელი

წმინდა ქონება: 16,4 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: ArcelorMittal

ლაკშმი მიტალი არის ArcelorMittal-ის ამჟამინდელი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ცნობილია როგორც უმსხვილესი გლობალური ფოლადის მწარმოებელი. 2019 წელს, Nippon Steel-თან თანამშრომლობით, ArcelorMittal-მა Essar Steel 5,9 მილიარდ დოლარად შეიძინა, რომელიც ადრე შაშისა და რავი რუიას ეკუთვნოდა. 2021 წელს, მიტალმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა გადასცა თავის შვილს, ადიტია მიტალს, ამასთან ერთად შეინარჩუნა ArcelorMittal-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტი.

დილიპ შანღვი

ასაკი: 67 წელი

წმინდა ქონება: 17,7 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: Sun Pharmaceuticals

დილიპ შანღვი არის ცნობილი ინდოელი ბიზნეს მაგნატი და Sun Pharmaceutical Industries-ის დამფუძნებელი.

კუმარ ბირლა

ასაკი: 55 წელი

წმინდა ქონება: 15,1 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: Hindalco Industries

საქონლის სფეროში გამოჩენილ ფიგურად აღიარებული კუმარ ბირლა ხელმძღვანელობს Aditya Birla Group-ს. გარდა ალუმინის და ცემენტის სექტორში ჩართულობისა, ჯგუფი ასევე უზრუნველყოფს ფინანსურ მომსახურებას. ბირლას ეკავა Vodafone Idea-ს სატელეკომუნიკაციო კომპანიის არააღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტი, თუმცა მან თანამდებობა 2021 წელს დატოვა. ცოტა ხნის წინ, ბირლას შვილები, ანანია და არიამანი, მის ფლაგმანი კომპანიების საბჭოს შეუერთდნენ.

უდეი კოტაკი

ასაკი: 63 წელი

წმინდა ქონება: 14.0 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: Kotak Mahindra Bank

უდეი კოტაკი არის Kotak Mahindra Group-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 2020 წელს, უდაი კოტაკმა გადაწყვიტა შეემცირებინა თავისი წილი ბანკში მეტი მარეგულირებელი მოქნილობისა და გაუმჯობესებული შესაბამისობისთვის. რაც შეეხება მემკვიდრეობის გეგმებს, უდაი კოტაკი თავის მემკვიდრედ შვილს, ჯეი კოტაკს ამზადებს.

წყარო: forbesindia

თეონა რამაზაშვილი