2023 წლის ივნისში თბილისში 3 643 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 7%-ით აღემატება 2022 წლის ივნისის მაჩვენებელს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა და კვადრატულ მეტრზე 1 162 დოლარს გაუტოლდა (+26% წ/წ).
„თიბისი კაპიტალის“ ცნობით, ამავე პერიოდში, გასაქირავებელმა ფასმა კვ.მეტრზე 12.5 დოლარი შეადგინა, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, კვლევის თანახმად, ტრანზაქციების და გასაყიდი ფასის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, ბაზრის მოცულობა წლიურად 29%-ით გაიზარდა და 279 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.