ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 90-ე კმ-ზე, კლდის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.