Land Rover-ის ოჯახის ახალი წევრი, Discovery Sport  უკვე საქართველოშია

Land Rover-ის ოჯახის ახალი წევრი, Discovery Sport  უკვე საქართველოშია. ულტრათანამედროვე ავტომობილის შეძენა ავტომოყვარულებს 25 აპრილიდან შეუძლიათ.

ქართულ ბაზარზე გატანამდე საქართველოში პოპულარული ბრიტანული საავტომობილო ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენლობა "ჯი-თი მოტორსმა" 25 აპრილს Discovery Sport-ის პრეზენტაცია გამართა. Land Rover-ის განახლებულ შოურუმში, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს, ავტომოყვარულებს მისი "გაცნობის" - ცნობილი ბრენდის ახალი პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

Discovery Sport უნივერსალური და პრემიუმ კლასის ავტომობილია, რომელსაც გავლილი აქვს ტესტირება ექსტრემალურ პირობებში - 18 თვის განმავლობაში, 20-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე, გზებისა და უგზოობის ყველაზე მკაცრ პირობებში. ამასთან, ის თავის კლასში საუკეთესო უნივერსალურობითა და დამატებითი 5+2 დასაჯდომი ადგილებით, ხარისხის განსაკუთრებული დონით, დამუშავებული და სრულყოფილი მასალით გამოირჩევა. Discovery Sport-ში დაინერგა ინტუიციური ურთიერთქმედების უახლესი ტექნოლოგიები: 8-დიუმიანი სენსორული ეკრანი და საპროექციო დისპლეი საქარე მინაზე. რაც შეეხება მის უნივერსალობას, 829 ლიტრამდე მოცულობის საბარგულის განყოფილებას აქვს ჩაშენებული ოპციონალური სავარძლები. ამის გამო ადვილად არის შესაძლებელი როგორც მგზავრების გადაყვანა, ისე ნებისმიერი აღჭურვილობის გადაზიდვაც. გარდა ამისა, ახალი Discovery Sport  აღჭურვილია ექსტრემალური დამუხრუჭების ინოვაციური სისტემით, რომელიც 50 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე მძღოლს შეჯახების თავიდან აცილებაში, ხოლო 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე - ზიანის შემცირებაში ეხმარება.

სპეციალისტები Discovery Sport-ის ეკონომიურობასა და ECO რეჟიმზეც ამახვილებენ ყურადღებას. მას ასევე აქვს პარკირების განსხვავებული სისტემა, რომელიც აღნიშნულს უფრო ამარტივებს.

Land Rover-ის ოჯახის ახალ წევრს Discovery Sport-ის მარკის ავტომობილებს 2.0 ლ მოცულობის ბენზინის და 2.2 ლ მოცულობის ტურბო დიზელის ძრავი აქვთ. ის ბენზინის ძრავის შემთხვევაში ქალაქში 10,6 ლ-დან 10,9 ლ-მდე, ქალაქგარეთ კი 6,5 ლ-დან 6,8 ლ-მდე საწვავს მოიხმარს. რაც შეეხება დიზელის ძრავს, ამ შემთხვევაში, საწვავის მოხმარება ქალაქში 7,2 ლ-დან – 7,5 ლ-მდე და ქალაქგარეთ – 5,3 ლ-დან – 5,5 ლიტრამდე შეადგენს.

კომპანია "ჯი-თი მოტორსი" ბრიტანული საავტომობილო ბრენდის  Land Rover-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 2008 წლიდანაა. როგორც კომპანიაში აცხადებენ,

Land Rover-ის ნებისმიერ მოდელზე ვრცელდება 3-წლიანი გარანტია.

R